საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

DESK – გერმანია სამხრეთ კავკასიაში: ინსტიტუციები და განვითარება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ინსტიტუტი გთავაზობთ ერთობლივ სასწავლო პროგრამას -  „DESK – გერმანია სამხრეთ კავკასიაში: ინსტიტუციები და განვითარება“.

 

პროგრამა ხორციელდება გერმანულ ენაზე და თსუ-ის სტუდენტებისთვის არის უფასო.

 

ერთწლიანი პროგრამა შედგება სამი მოდულისგან, რომლებიც ფოკუსირებულია გერმანულ (პოლიტიკურ) ეკონომიკაზე. პროგრამა ასევე მოიცავს ექვსკვირიან სტაჟირებას ზაფხულის პერიოდში.

 

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ ყველა სტუდენტი მიიღებს სერტიფიკატს ინდივიდუალური შეფასებების მითითებით. გარდა ამისა, სამი უმაღლესი შეფასების მქონე სტუდენტი სრული დაფინანსებით ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლის ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში.

 

DESK-ის პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტები უნდა ირიცხებოდნენ თსუ-ის ბაკალავრიატის ან სამაგისტრო პროგრამაზე, უნდა გამოირჩეოდნენ მაღალი მოტივაციით, გერმანული ენის შესანიშნავი ცოდნითა და მაღალი აკადემიური მოსწრებით. უპირატესობა მიენიჭებათ ბაკალავრიატის მეორე და მესამე კურსის, ასევე მაგისტრატურის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებს. პროგრამაში მონაწილეთა შერჩევა ხდება წერილობითი განაცხადისა და გასაუბრების საფუძველზე.

 

2024/25 სასწავლო წლისთვის განაცხადების მიღება გამოცხადდება 2024 წლის მაისში/ივნისში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.oei.fu-berlin.de/internationales/TSU/index.html

თარიღი: 23/02/2024